თავში

"ამ ფორმით ნარკოტესტს არ ჩავაბარებ" - ანა დოლიძე

"ამ ფორმით ნარკოტესტს არ ჩავაბარებ" - ანა დოლიძე
ამ ფორმით ნარკოტესტს არ ჩავაბარებ - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ ის ნარკოტესტის ჩაბარებას იმ ფორმით, როგორც საქართველოში ხდება, არ აპირებს.

პოლიტიკოსის განმარტებით, კანონის ეს ფორმა მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.

"ნარკოტესტის ჩატარება დღეს მსოფლიოში ხდება თმის ღერის მეშვეობით, ეს ტექნოლოგია ყველგან არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენთან არის შენარჩუნებული საბჭოთა მეთოდი, სადაც საჯარო მოხელის თანდასწრებით, საჯაროდ გიწევს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამ ფორმით, მე ამ ტესტს არ ჩავაბარებ. ცივილიზებული ფორმით ჩავაბარებ. ასევე, მოვითხოვ, რომ არც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ ამ ფორმით არ ჩააბაროს ნარკოტესტი, რადგან ის, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს,"- განაცხადა ანა დოლიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.   

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა". 

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.

გახარიას თქმით, ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით ჩაიტარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system