თავში

ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება - წულუკიანი

ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რ
ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება - წულუკიანი

ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ გამარჯვებისთვის არაერთმა საჯარო მოხელემ იმუშავა. 

"დღეიდან ჩვენ ხელთ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მე მოკლე შინაარსის სახით ხელთ მაქვს, ის სქელტანიანი დოკუმენტია, რომელიც ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ აფხაზეთში და ე.წ ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და რომ ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა. 

ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. არსებითი განხილვა ამ საქმეზე დაიწყო 2013 წლიდან, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ წარვადგინეთ ასეულობით ახალი მტკიცებულება ამ საქმეზე, ამიტომაც დავიწყებდით მილოცვის შემდეგ მადლობით, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან იდგა არაერთი საჯარო მოხელე იუსტიციის სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთ სამინისტროდან და რა საკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სხვა უწყებებიდანაც, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს მომავალ თაობებს ეს დოკუმენტი მოუპოვა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა. 

ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამოქალაქო პირი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და დადგინდა შესაბამისად ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი. ამ დოკუმენტში ითქვა, რომ ეს დარღვევები ეხება არა მარტო 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს ზოგ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულნი იქნენ და აქ დადგინდა უკანონო ფაქტები და დაექვემდებარნენ უკანონობასა და წამებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას ანხორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არ აღიარებული წარმონაქმნი ",- განაცხადა თეა წულუკიანმა 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system