თავში

ამ გადაწყვეტილებით შევძლებთ დეოკუპაციის მიღწევას მშვიდობიანი გზით - წულუკიანი

ამ გადაწყვეტილებით შევძლებთ დეოკუპაციის მიღწევას მშვიდობიანი გზით
ამ გადაწყვეტილებით შევძლებთ დეოკუპაციის მიღწევას მშვიდობიანი გზით - წულუკიანი

ამ დოკუმენტის საფუძველზე შევძლებთ მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის მიღწევას - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას მიღწევას ჩვენი თაობა ვერ შეძლებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მომავალი თაობა იხელმძღვანელებს.

"გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სტრასბურგის სასამართლო ამბობს თუ რა რაოდენობის კომპენსაციას იმსახურებს საქართველო ამ დარღვევებისთვის. თანხის ოდენობა, რომ განისაზღვროს მსჯელობა გაიმართება მოგვიანებით, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და სამართლებრივი აღიარება იმისა, რომ რუსეთი არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რეგიონში არამედ აფხაზეთშიც და ბუფერულ ზონებშიც ოკუპანტია და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს არ და ვერ გაიზომება ვერანაირი ფინანსური მოცემულობით, აქედან გამომდინარე ალბათ არ მიწყენთ თუ ვიტყვი, რაც მომავალში კომპენსაციასთან დაკავშირებული სტრასბურგის გადაწყვეტილება ეს ჩემთვის არის პრინციპში სულ ერთი, მთავარი ის რაც დღეს დადგა და აღსრულების მექანიზმი იქნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მე მინდა თქვენ გისურვოთ, რომ სწორედ ჩვენ ვიქნებით ის თაობა, ვინც ამ დოკუმენტის საფუძველზე დეოკუპაციას მშვიდობიანი გზით მიაღწევს, თუ ეს სამწუხაროდ ასე არ იქნება მე მინდა იცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არსად არ წავა. ამ გადაწყვეტილებას დრო ვერაფერს დააკლებს, ის ყოველთვის იარსებებს და ეს თუ ჩვენ ვერ შევძელით, მომავალი თაობები სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას და დაასრულებენ დეოკუპაციის პროცესს",- განაცხადა თე წულუკიანმა 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system