თავში

ამ განცხადების შემდეგ ველოდები, რომ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ვიზას მარტივად მიიღებენ - ხვიჩია

ამ განცხადების შემდეგ ველოდები, რომ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ვიზას მარტივად მიიღებენ - ხვიჩია
ამ განცხადების შემდეგ ველოდები, რომ საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის ვიზას მარტივად მიიღებენ - ხვიჩია

ველოდები, რომ ასეთი განცხადების მერე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა იქნება უფრო გამარტივებული, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება საქართველოს მოსახლეობას, - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან აშშ- ის საელჩოს განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე.

ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას 5 ივლისთან დაკავშირებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ეს არის „ყვითელი ბარათი“ ხელისუფლებისთვის.

„მე არ ვიცი ამ ნათქვამში უნდა წავიკითხოთ თუ არა ის, რომ ვინმე უნდა გადადგეს თუ სხვა რამე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის „ყვითელი ბარათის“ ჩვენება ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system