თავში

ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა - სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს

ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა - სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს
ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა - სალომე სამადაშვილი განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საკუთარი პარტიის პოზიციას აკრიტიკებს და მას სასაცილოს უწოდებს. 

როგორც სამადაშვილი წერს, ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის. 

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები" - წერს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system