თავში

ამ კლინიკაში მოშიმშილისთვის დახმარების გასაწევად ყველა პირობა არსებობს - თამარ გაბუნია

ამ კლინიკაში მოშიმშილისთვის დახმარების გასაწევად ყველა პირობა არსებობს - თამარ გაბუნია
ამ კლინიკაში მოშიმშილისთვის დახმარების გასაწევად ყველა პირობა არსებობს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ გარკვეული ტიპის გამოკვლევებისთვის საჭირო აპარატურა მე-18 დაწესებულებას არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დოპლერ გამოკვლევა ექსპრეზიდენტს უკვე ჩაუტარდა პორტატული მოწყობილობის საშუალებით, რომელიც დაწესებულებაში ექიმებს აქვთ.

მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში მოშიმშილე პირისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გასაწევად ყველა რესურსი არსებობს. 

"ჩვენ აქცენტი გვაქვს იმ მთავარ რეკომენდაციაზე, რომელსაც კონსილიუმი გასცემს შიმშილობასთან დაკავშირებული გართულებების მონიტორინგის მიზნით. მულტიფუნქციური კონსილიუმის შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ მათ თავიანთი მიმართულებებით გაეცათ სპეციფიკური რეკომენდაციები ნევროლოგიის, ჰემატოლოგიის, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის კუთხით, ხომ არ იქნებოდა კიდევ დამატებით რაიმე რესურსის მობილიზების აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, ის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ჰოსპიტალიზაცია გახდა შესაძლებელი, მიზანშეწონილია, რომ ჰოსპიტალიზაცია მოხდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც ჩამონათვალი ამ მიმართულებების შეიძლება ძალიან გრძელი იყოს. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ კონკრეტული საჭიროებები, რაზეა საუბარი.

იმისთვის, რომ შიმშილობის მდგომარეობაში მყოფ პირს გაეწიოს სათანადო მონიტორინგი და ასევე, დახმარება კვალიფიციური გუნდის მიერ, ამისთვის ყველა პირობა, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, იმისთვის, რომ მონიტორინგი, კარდიომონიტორინგი, ასევე ელექტროლიტების მონიტორინგი, შესაფერისი მკურნალობა, რაც ამ პირობებში არის აუცილებელი, ამისი გაწევის შესაძლებლობა, ბუნებრივია ამ კლინიკაში არის," - ამბობს თამარ გაბუნია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system