თავში

ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია - გია ვოლსკი

ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია - გია ვოლსკი
ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია - გია ვოლსკი

"ნაციონალური მოძრაობის" წინაშე ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ როგორმე ნიკა მელიასგან შეექმნათ პოლიტიკური იდეისთვის წამებული გმირის ფიგურა, რაც არ გამოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გირაოს უნდა დათანხმდეს.

"ევროკავშირის ჩარევა, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა პოლარიზებულია იმ პოზიციასთან, გეგმასთან და იმ სტრატეგიასთან, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია. არ მგონია, ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცენ, მათი მოქმედება დავინახეთ სასამართლოში. გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს. მაგრამ ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის როლი და ის ფუნქცია, რაც მოირგო. ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. არ ვიცი, შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების და პარლამენტში მუშაობის თემა, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე არ არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system