თავში

"ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა რთულია" - იაგო ხვიჩია

"ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა რთულია" - იაგო ხვიჩია
ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა რთულია - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტი იმდენად არის დაზიანებული, რომ ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ამ ოპერაციით 43% გაინაღდა და ეს შარი თავიდან აიცილა. უბრალოდ, ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს. იმიტომ, რომ დავრესტარტდეთ. ამ პარლამენტში შხამია ბევრი და ბოღმა, მთელი ამ პროცესების შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ იქ ყოფნა ძალიან რთულია. ადამიანებს ერთმანეთზე ისეთი რაღაცები აქვთ ნაკადრები და ისეთი პროცესები აქვთ გავლილი, რომ ამ ყველაფერმა ეს პარლამენტი ძალიან დააზიანა", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system