თავში

ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი - ბოკერია

ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი - ბოკერია
ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი - ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავარი არხის ეთერში ირაკლი კობახიძის ინერვიუსა და გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, როგორც კობახიძის, ისე გახარიას განცხადებები ტექნიკურად მართალია ერთმანეთზე, თუმცა ეს ადამიანები ცოტა ხნის წინ სრულიად საპირისპიროს საუბრობდნენ ერთმანეთზე, რაც იმის დადასტურებაა, რომ საზოგადოებას პატივს არ სცემენ. 

„ეს არის საოცარი უტიფრობა ამ ნიაღვარის და ჭაობის, რასაც გვთავაზობს ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა ფრთები და ტექნიკურად სიმართლეს ამბობენ ერთმანეთზე, გახარია ამბობს რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა და კობახიძე ჰყვება და ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც მაგალითად ევროპულ საქართველოს გვქონდა ლეგიტიმურად ამ კაცის, გახარიას მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში, პანკისის სპეცოპერიაცია, აქაური სპეცოპერაცია, შემდეგ 20 ივნისი პირველ რიგში, გავრილოვის ამბები, შემდეგ მართვა კოვიდის ვითარების, ოღონდ ეს ხალხი გუშინწინ სრულიად საპირისპოროს ამბობდნენ ერთმანეთზე და ვითარებაზე.

ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ისინი სრულიად პატივს არ გვცემენ საზოგადოებას, ჰგონიათ რომ გაუვათ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა და გადათქმა საკუთარი ნათქვამის იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ. ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი“ - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system