თავში

გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება - მარგველაშვილის მიმართვა

გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება - მარგველაშვილის მიმართვა
გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება - მარგველაშვილის მიმართვა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე ოფიციალურად მიმართა.

მარგველაშვილი წერს, რომ პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან "შერიგების პროცესზე" საუბარს გეგმავს

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი. 

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი", - წერია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system