თავში

ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება - ბოკერია

ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება - ბოკერია
ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება - ბოკერია

"ქართულ ოცნებას" სურს ოპოზიციის, ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება, ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავჯდომარემ განაცხადაა. 

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას, იმის მაგივრად, რომ "ქართული ოცნებისათვის" ვითარება გაერთულებინა, პირიქით, შეამსუბუქა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი ოპონენტების პოლიტიკური დასუსტება და განადგურებაა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ ყველაფერში ივანიშვილის რეჟიმს ხელი შეუწყვეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოაწერა ხელი შეთანხმებაზე.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გაუვიდა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ექნება ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის. ამ შემთხვევაში ნიკა მელიასი. ასეთი სურვილი რომ აქვთ, ეს ცნობილია. იმედი მაქვს, ამას საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებენ. ამ შეთანხმებამ, ამ შეცდომამ, იმის მაგიერ, რომ მათთვის ვითარება გაერთულებინა, პირიქით, შეუმსუბუქა და ეს იყო შეცდომა. ამ მძიმე პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამარჯვებად გამოაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ. ეს სურვილი რომ არ აქვთ, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირეება რომ სურთ, ეს იცით. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა გაუზარდა შეთანხმებამ, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ", - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system