თავში

ამ შეთანხმებით ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი - შარლ მიშელი

ამ შეთანხმებით ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი - შარლ მიშელი
ამ შეთანხმებით ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი - შარლ მიშელი

ამ შეთანხმების საფუძველზე ძლიერი ვალდებულებები იქნა ნაკისრი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება. აქ ნდობის საკითხიც იჩენს თავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან ბოლო საათებისა და დღეების განმავლობაში განვიხილე საკითხი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კეთილი ნება ძლიერია სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, ხოლო სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაზე გადის", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმება და პარლამენტში პოლიტიკური პროცესის სრულად გადატანა, ნდობის აღდგენა და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system