თავში

ამ წუთებში ჩვენს შტაბში არიან შევარდნილი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს მიმართავს

ამ წუთებში ჩვენს შტაბში არიან შევარდნილი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს მიმართავს
ამ წუთებში ჩვენს შტაბში არიან შევარდნილი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს მიმართავს

"გირჩის" ლიდერი, მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შსს-ს ფეისბუქით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, "გირჩის" შტაბში შსს-ს ფორმაში გამოწყობილი პირები საარჩევნო აგიტაციაში ხელს უშლიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

რამდენიმე კვირაა Sakhelosno BAR -ში ფუნქციონირებს გირჩის შტაბი

ამ წუთებში ჩვენს შტაბში შევარდნილი არიან თქვენი უწყების ფორმაში გამოწყობილი ხალხი და ხელს უშლიან გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში

იქნებ დაუყოვნელივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში. მადლობა" - წერს ჯაფარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system