თავში

ამ წუთებში კიბერშეტევა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე - VIDEO

ამ წუთებში კიბერშეტევა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე
ამ წუთებში კიბერშეტევა მიმდინარეობს - მამუკა მდინარაძე - VIDEO

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდებსა და სახელმწიფო უწყებების საიტებზე ამ წუთებში კიბერშეტევა მიმდინარეობს. ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებ-გვერდებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ნეობოლშევიკებმა დღევანდელ დღეს ვერ მოახერხეს, მათ საბოლოოდ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ და ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფოს მიმართ. ვინც ასე გააკეთა, ეს არის სწორი საქციელი იქედან გამომდინარე, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, მის მოთხოვნებს. არავის თვითმიზანი არ არის ვინმეს დაჭერა, დაპატიმრება და ა.შ. აქ გვაქვს ერთი უმარტივესი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი, თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და თუ კანონს კანონი ჰქვია, უნდა დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნებს და მის კანონიერ, ლეგიტიმურ აღსრულებას.

რაც შეეხება კიბერშეტევას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები შეეცდებიან გამოიძიონ ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია, რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელონ, რაც არ უნდა დამატებითი დესტრუქციული მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, კანონი დგას თავის ადგილას და ამ კანონის ფარგლებშიც გამოძიებული იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს.

რა ინფორმაციაც მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტებზე და ვებ-გვერდებზე, პარტიის ყველა საიტზე და ვებ-გვერდზე, ამ წუთებშიც მიდის მასირებული კიბერშეტევა, კიბერშტურმი და პრაქტიკულად, 100 ნიუსიდან 98, 99-ის განთავსება ვერ ხდება, თუმცა მალე აღმოიფხვრება პრობლემა, IT ტექნოლოგები ამაზე მუშაობენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კიბერშეტევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა "ქართული ოცნების" პრესსმსახურმაც. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system