თავში

კალაძე ოპოზიციაზე: ექიმების მისამართით უდიდესი აგრესია მოდის

კალაძე ოპოზიციაზე: ექიმების მისამართით უდიდესი აგრესია მოდის
კალაძე ოპოზიციაზე: ექიმების მისამართით უდიდესი აგრესია მოდის

თუ ჩვენი გეგმა არასწორი და ცუდია, არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებებს, როგორც მავნებლურს აფასებს და ამბობს, რომ ისინი ექიმების მისამართითაც უდიდეს აგრესიას ამჟღავნებენ.

"ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ჯერ ერთი, საუბარი იყო, რომ ეს არის არასწორი გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს არასაკმარისია, თან საუბრობენ, რომ ეს არის არჩევნებისთვის. თუ არასწორია და ცუდია, მაშინ არჩევნებთან კავშირში როგორ იქნება?! აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანები მავნებლობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეებს, გვერდით დაუდგნენ, ვისმენ ჩვენს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. თავი დავანებოთ ხელისუფლებას. წარმატებული ექიმების მისამართით მათი მხრიდან უდიდესი აგრესია მოდის, რაც დააზიანებს პირველ რიგში, თვითონ ამ ადამიანებს",- განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system