თავში

"ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!" - ნიკა მელია

"ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!" - ნიკა მელია
ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში! - ნიკა მელია

"სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

ნიკა მელიას თქმით, კალაძისთვის ან მისი ოჯახისთვის პერსონალური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

"არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა - ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში!რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას - ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია - დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ - მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ - ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 - ში", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?"- განაცხადა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნიკა მელიას შეთავაზების საპასუხოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system