თავში

ამას პირველად ჩემგან გაიგებთ - კალაძე

ამას პირველად ჩემგან გაიგებთ - კალაძე
ამას პირველად ჩემგან გაიგებთ - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი, შესაბამისად, ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები მმართველი გუნდიდან.

„ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები არის შემოდგომაზე, კანდიდატების წარდგენა კი ხდება 1-1.5 თვით ადრე. ჯერ თავს შევიკავებდი ამაზე საუბრისგან, ჯერ არც ოპოზიცია საუბრობს ამაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system