თავში

"ამათი მარტო დატოვება სახიფათოა" - გახარია მელიას და კალაძეს დებატებში იწვევს

"ამათი მარტო დატოვება სახიფათოა" - გახარია მელიას და კალაძეს დებატებში იწვევს
ამათი მარტო დატოვება სახიფათოა - გახარია მელიას და კალაძეს დებატებში იწვევს

"პარტია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

როგორც ექსპრემიერი სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული. "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა. 

გუშინ, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც იბრძოლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system