თავში

ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრის გასათავისფლებლად უცნობია- სალომე სამადაშვილი

ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრის გასათავისფლებლად უცნობია- სალომე სამადაშვილი
ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური პატიმრის გასათავისფლებლად უცნობია- სალომე სამადაშვილი

"ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად უცნობია, ჩემთვის პირადად",-ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ნიკა მელიას გირაოს დაფარვა. 

"ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად, უცნობია, ჩემთვის პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრიუსელში 2012-2013 წლებში",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაო 40 000 ლარი გადახდილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system