თავში

ამაზე დისკუსია უნდა დასრულდეს - ბოკერია

ამაზე დისკუსია უნდა დასრულდეს - ბოკერია
ამაზე დისკუსია უნდა დასრულდეს - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ამაზე დისკუსია უნდა დასრულდეს. 

მისივე თქმით, ახლა მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად დაიწყონ კონსულტაციები კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით, რათა გაჩნდეს რეალისტური იმედი იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი.

"ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენი პოზიცია არის ასევე მკაფიო, როგორც ჩვენ ეს უკვე დავაფიქსირეთ. ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება არაფერს მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, არ მოუტანს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. უმძიმესი კრიზისის პირობებში, რომელიც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს, ყველას პოზიცია ცნობილია, ახლა ვისაც აქვს რეალური სურვილი, რომ იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში, უნდა გადაერთოს ამ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში, კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია, იმისათვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს იმედი და რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ვადამდელი არჩევნების მომტანი". – ამბობს გიგა ბოკერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system