თავში

"ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე და გამოვა გამარჯვებული" - თინა ბოკუჩავა

"ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე და გამოვა გამარჯვებული" - თინა ბოკუჩავა
ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე და გამოვა გამარჯვებული - თინა ბოკუჩავა

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი სუსტად, მაგრამ მხნედ არის.

"პრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ. ამბობს, რომ იბრძოლებს ბოლომდე, იმიტომ რომ აქედან გამოვა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული. 

ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც შიმშილობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. 

სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს, პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system