თავში

ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარეს, რომ წყალი არ ჩადიოდეს ტაძარში - უდუმაშვილი

ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარეს, რომ წყალი არ ჩადიოდეს ტაძარში
ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარეს, რომ წყალი არ ჩადიოდეს ტაძარში - უდუმაშვილი

გელათის მონასტერი, ნათელი გამოსახულებაა იმისა თუ რა გააკეთა, ამ 8 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ამდენი წლის განმავლობაში ელემენტარულად ვერ მოახერხა იმის მოგვარება, რომ ტაძარს არ აწვიმდეს. 

"გელათი, ეს არის "ქართული ოცნების" ე.წ. აღმშენებლობის პერიოდის სიმბოლო ქვეყანაში. მათ ამდენი წლის განმავლობაში ელემენტარულად ვერ მოაგვარეს, რომ წყალი არ ჩადიოდეს ტაძარში და თოვლი არ ანგრევდეს სახურავებს. ნუთუ ამდენი წელი დასჭირდა იმას, რომ ეს ერთი პრობლემა მოგვარებულიყო. მე აღარ ვსაუბრობ უკვე შიდა და გარე რესტავრაციაზე. ეს არის ზუსტად ნათელი გამოსახულება იმისა, თუ რა გააკეთა, ამ 8 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნისთვის", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა, ძლიერმა ქარმა დააზიანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system