თავში

ამერიკაში გარდაიცვალა... ეს უსამართლობა აუცილებლად დასრულდება - კილაძე

ამერიკაში გარდაიცვალა... ეს უსამართლობა აუცილებლად დასრულდება - კილაძე
ამერიკაში გარდაიცვალა... ეს უსამართლობა აუცილებლად დასრულდება - კილაძე

ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავს დედა ამერიკაში გარდაიცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს. მისი თქმით, უსამართლობაა, რომ შვილი დედის დასაფლავებას ვერ დაესწრო, თუმცა, მისივე მტკიცებით, ეს უსამართლობა აუცილებლად დასრულდება. 

"ირაკლი ფირცხალავას დედის დასაფლავებაა დღეს.

ამერიკაში გარდაიცვალა!
მე და ქ-ნ ჯულიას, ღამეები გვითენებია საუბარში, მიყვებოდა და მიყვებოდა ირაკლიზე.
მონატრებული წავიდა....
არც ირაკლი მოვიდა ბორკილებით დედის დაკრძალვაზე...
ეს უსამართლობა აუცილებლად დასრულდება ამ ქვეყანაში !
ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ !!!!"
- წერს კილაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს - ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system