თავში

ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა

ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა
ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა

"დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა",- ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრის, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

წერილში კონგრესმენი, დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს.

მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კიზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი.

"ამის შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები ექსპოპროაციასა და შევიწროებას დაექვემდებარა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საფრთხეს ეხება", — წერს მალინი.

გარდა ამისა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system