თავში

ამერიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უმაღლეს დონეზე შენარჩუნდა - დავით ზალკალიანი

ამერიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უმაღლეს დონეზე
ამერიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უმაღლეს დონეზე შენარჩუნდა - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტის ვერსიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 132 000 000 აშშ დოლარი გამოეყოფა და ამასთან, ყველა ის ქვეყანა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-ის დახმარების მიღმა აღმოჩნდება. 

ზალკალიანმა თქვა, რომ კანონპროექტი საქართველოს მიმართ აშშ-ის სტრატეგიული და პარტნიორული მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.

"თანხა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის ამერიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, კვლავ უმაღლეს დონეზე შენარჩუნდა და 132 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. 

კვლავ პრინციპულია კონგრესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში და 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერის ერთგულია, რომ ფინანსური დახმარების სანქცირებას ახორციელებს იმ ქვეყნებზე, ვინც აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ფარგლებშიც. 

აღნიშნულის გარდა, კანონი შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით> 

რაც მათ შორის გამოიხატება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დახმარებაში. 

ეს კანონმდებლობის პროექტი, რომელიც დაამტკიცა წარმომადგენლობითმა პალატამ, მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე. იგი ასევე აჩვენებს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. 

და საქართველოს, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვისუნარიანობა და ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება პრიორიტეტულია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system