თავში

ამგვარი საქციელი არ გაჭრის, არც შინ და არც გარეთ - გრიგოლ გეგელია

ამგვარი საქციელი არ გაჭრის, არც შინ და არც გარეთ - გრიგოლ გეგელია
ამგვარი საქციელი არ გაჭრის, არც შინ და არც გარეთ - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასე მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. 

"აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ "ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია“ ცხადყოფს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ესმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენა და სულისკვეთება. "ქართული ოცნება" თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას. ეს ხელისუფლება იმდენად უუნაროა, რომ ვერც თავისთვის სასურველ შედეგებს აღწევს და ქვეყნის ინტერესებსაც მუდმივად აზარალებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამგვარი საქციელი არ გაჭრის, არც შინ და არც გარეთ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სურვილია, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას ორმხრივად, "ქართული ოცნების" და ოპოზიციის კონსენსუსის შედეგად და არ იქცეს "ქართული ოცნების" რიგით პიარულ ტრიუკად", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system