თავში

ამირან გამყრელიძეს თანამდებობიდან გადააყენებენ - ოპოზიცია

ამირან გამყრელიძეს თანამდებობიდან გადააყენებენ - ოპოზიცია
ამირან გამყრელიძეს თანამდებობიდან გადააყენებენ - ოპოზიცია

"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, მას ეს კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა აქვს. 

"განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება", - განაცხადა ჩიხლაძემ.

გამყრელიძის გათავისუფლების შესახებ საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, გამყრელიძე ეწეირება არა ვაქცინის არარსებობს ქვეყანაში, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. 

"ზუსტად ვიცი, რომ ამირან გამყრელიძე წავა სახლში. მაგრამ ეს არ უნდა მივიჩნიოთ გამარჯვებად, რადგან ის არ ეწირება ვაქცინის არარსებობას და არასწორ ნაბიჯებს, არამედ ის ეწირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს არის უბრალოდ ორთქლის გამოშვება. ღარიბაშვილმა ვინმე უნდა დასაჯოს" - ამბობს ჩალაძე. 

ცნობისთვის, დილის 10 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია. უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს ისინი ადმინისტრაციაში.. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system