თავში

ამის საფუძველი არ არსებობს, გარდა თქვენს მიერ მოგონილი ჭორებისა - მდინარაძე

ამის საფუძველი არ არსებობს, გარდა თქვენს მიერ მოგონილი ჭორებისა
ამის საფუძველი არ არსებობს, გარდა თქვენს მიერ მოგონილი ჭორებისა - მდინარაძე

არათუ დაპირისპირება გუნდის შიგნით ლიდერებს შორის, არამედ პირიქით, ბოლო წლების განმავლობაში, გუნდის შიგნით ლიდერების ურთიერთობა ასეთი მყარი ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის გადადგომის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ამ ქვეყნის პატრიოტი კაცია და არანაირი საფუძველი არ არსებობს, გარდა თქვენს მიერ მოგონილი ჭორებისა, რომ მისი მხრიდან თანამდებობის დატოვებაზე ვიფიქროთ.

პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არათუ დაპირისპირება გუნდის შიგნით ლიდერებს შორის, არამედ პირიქით, ბოლო წლების განმავლობაში, გუნდის შიგნით ლიდერების ურთიერთობა ასეთი მყარი ნამდვილად არ ყოფილა," - განაცხადა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერები წინანდალში, სასტუმრო "რედისონ ქოლექშენი" შეიკრიბნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებება მმართველი პარტიის ასეულობით წევრი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system