თავში

"ამით სერიოზული ზიანი მიადგა გირჩს" - ზურაბ ჯაფარიძე

"ამით სერიოზული ზიანი მიადგა გირჩს" - ზურაბ ჯაფარიძე
ამით სერიოზული ზიანი მიადგა გირჩს - ზურაბ ჯაფარიძე

,,ამით სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, იაგო ხვიჩიას მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე განაცხადა.

ჯაფარიძემ Zoomer-ის კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიას კომენტარი არასწორი იყო, არა შინაარსის, არამედ, ფორმის გამო.

,,მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა სცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამით სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - ამბობს ჯაფარიძე.

თემასთან დაკავშირებით დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ დრო იყო ჯაფარიძეს საკითხზე თავის პოზიცია დაეფიქსირებინა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა ,,გირჩის" თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფია პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system