თავში

ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში - ჯაფარიძე

ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში - ჯაფარიძე
ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში - ჯაფარიძე

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ანჩისხატთან დაკავშირებული დისკუსია "წინასაარჩევნო გარიგების" ნაწილია. როგორც ჯაფარიძე წერს, პრობლემა არის კონკორდატი, რომელმაც საპატრიარქო "მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად".

"თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს

'აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის' - საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ, და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც", - აღნიშნავს ფეისბუქზე ჯაფარიძე.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით პრემიერმინისტრს წერილით მიმართა.

ანჩისხატის ხატი ხელოვნების მუზეუმში ინახება. კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მუზეუმის განახლების სამუშაოების გამო კი ექსპონატების, მათ შორის ანჩისხატის სხვა სივრცეში დროებით გადატანა იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system