თავში

ამნისტიის კანონპროექტი რევიზიას აღარ ექვემდებარება - ოხანაშვილი

ამნისტიის კანონპროექტი რევიზიას აღარ ექვემდებარება - ოხანაშვილი
ამნისტიის კანონპროექტი რევიზიას აღარ ექვემდებარება - ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" ინტერესი და სურვილი არასდროს ყოფილა, რომ რაიმე ტიპის ამნისტია გამოცემულიყო, მითუმეტეს ადამიანზე, რომელიც პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ვალდებულება ყველამ იკისრა, რომ ამნისტია ამ ფორმატით მიღებულიყო და ეს რევიზიას აღარ ექვემდებარება.

"ეს ამნისტია არავის არაფერს არ უზღუდავს, არის სავსებით სამართლიანი, სწორი და გამართული. თუკი ვინმემ დააშავა პასუხი უნდა აგოს. მაგრამ, რადგან ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდა და ჩაიდო ამ დოკუმენტში, არა "ქართული ოცნების" ინიციატივით, ჩვენ არ ჩაგვიწერია ეს და არ დაგვიდია პირობა, რომ ამ დოკუმენტში ამნისტია უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, თუმცა ეს შეთანხმებაში ჩაიწერა, ჩვენ წინააღმდეგი არ წავედით ამ შეთანხმების. ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ ეს ამნისტია ამ ფორმატით მივიღოთ და რევიზიას ეს აღარ ექვემდებარება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ნახეთ, რა წერია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system