თავში

ამნისტიის პროექტზე მელიას პოზიცია უცვლელია - ბოტკოველი

ამნისტიის პროექტზე მელიას პოზიცია უცვლელია - ბოტკოველი
ამნისტიის პროექტზე მელიას პოზიცია უცვლელია - ბოტკოველი

ყოველი დღე ნიკა მელიას ამ ციხეში ყოფნა დამატებითი პრობლემაა „ქართული ოცნებისა“ და სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვისაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოტკოველის თქმით, მან და მელიამ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრეს და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებს მელია გათავისუფლების შემდეგ თავად გააჟღერებს.

"რაც შეეხება გირაოს, ის თანახმაა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, მაგრამ ეს არაა გირაო, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი. დარწმუნებული ვარ, ეს მალე მოხდება და ნიკა მელია იქნება თავისუფალი.

ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. ის გაუგებარი მუხლები და მიდგომა, რომ მასთან ერთად ჯალათები გათავისუფლდნენ, არის ყოვლად მიუღებელი როგორც მელიასთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის.

ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი გავიარეთ, რაც ეხება ჩვენს დღევანდელ და სამომავლო საქმიანობას. ბევრ საკითხში შევჯერდით. კონკრეტულ საკითხებზე დღეს არ დავიწყებ საუბარს, მაგრამ ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი გავიარეთ, როგორც ჩვენი პარტიის, ასევე საერთო პოლიტიკური საკითხები. დარწმუნებული ვარ, ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე იქნება.

რა თქმა უნდა, ადგილობრივ არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ რატომ არის მხოლოდ დედაქალაქის მერის სიტუაცია ასე აქტიური და არ არის სხვა რეგიონის და სხვა ქალაქების. საერთო შეთანხმებასა და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზე თუა საუბარი, მაშინ სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებზეც უნდა ვისაუბროთ.

ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, რას აპირებს, როგორ აპირებს. დარწმუნებული ვარ, ცოტა დროა დარჩენილი რომ ნიკას გამოსვლამდე და თვითონ განაცხადებს გეგმების შესახებ, იგივე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system