თავში

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს იგეგმება

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს იგეგმება
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს იგეგმება

პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს იგეგმება.

დეპუტატების განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ჰუმანური აქტის პრინციპებს ეფუძნება და ასეულობით პატიმარზე გავრცელდება. ცნობილია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლებიც, რომლებსაც ამნისტია შეეხება კონკრეტული დათქმებით. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტი ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ განსაზღვრული პროცედურით განხორციელდება.

პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. ამნისტიის აქტი უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

„ამნისტიის კანონპროექტი წინა კვირაში წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ორშაბათის ბიუროზე განაწილდება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი, რომელზედაც უკვე დაიწყება განხილვები რაც შეიძლება სწრაფად და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ გაიხსნება დისკუსია, რომლის შედეგადაც მივიღებთ სრულფასოვან ტექსტს ამ ამნისტიისა. სრულფასოვანს ვამბობ იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სრულფასოვნად და რაც შეიძლება მასშტაბურად განხორციელდეს ამნისტიით განსაზღვრული დებულებები და მეორე მხრივ, გავუფრთხილდეთ იმ მნიშვნელოვან ღირებულებებს, რომლებიც განსაკუთრებულად პრიორიტეტულია სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების უსაფრთხოებაც და რასაკვირველია, ინდივიდუალური დაზარალებულების ინტერესები, რომელსაც ბუნებრივია, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტიც იცავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განხილვების პროცესში შევძლებთ, ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველვყოთ ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. 

პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა

ნახეთ სისხლის სამართლის მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system