თავში

ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და იქცევა კანონად - ანრი ოხანაშვილი

ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და იქცევა კანონად - ანრი ოხანაშვილი
ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და იქცევა კანონად - ანრი ოხანაშვილი

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ევროკავშირთან აღებული პასუხისმგებლობის ერთგული დარჩება.

"დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. 

შეთანხმებას სჭირდება შესრულება, "ქართული ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების, აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზე. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. კანონპროექტი დაინიცირდება აუცილებლად და იქცევა კანონად! "ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system