თავში

ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და გვაჩვენეთ რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი - გვარამია

ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და გვაჩვენეთ რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი - გვარამია
ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და გვაჩვენეთ რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი - გვარამია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას, რომლის მტკიცებითაც, სააკაშვილის ინტერესების დამცველმა, ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და მისი ჩვენების ოქმში მოყვანილი გარკვეული საკითხები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო, თავად ნიკა გვარამია ეხმაურება:  

"გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუების და მისი ნების წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე. ქალბატონი გოგორიშვილი შოკში იყოო. და ეს შოკირებული, ფსიქოლოგიურად არასტაბილური და ცნობიერების მიღმა მყოფი ადამიანი მკურნალობს სააკაშვილს?

ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში.

ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: "შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით."

ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია.

ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისას.

ps საათის ეპიზოდზე, რომელიც ძალადობას მოიცავს, როგორც თვითმხილველი, ხელს აწერს რეანიმატოლოგი ნიკო გორგიშიძე. ისიც შოკში იყო და მასაც ზეწოლით მოვაწერინე ხელი?" - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო. 

მოგვიანებით გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system