
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელს, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ექსპრემიერმა საკუთარ ამომრჩველს მადლობაც კი არ გადაუხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია.
"ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას. მეორე დღეა უკვე არჩევნების დასრულების შემდეგ და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 000 ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი, ბოლივით აორთქლდა" - თქვა კობახიძემ.