თავში

ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად ამოწურულია - ბუაძე

ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად ამოწურულია - ბუაძე
ამ პარტიაში საღი აზრის რესურსი სრულად ამოწურულია - ბუაძე

"ქართულ ოცნებაში" საღი აზრი სრულად ამოწურულია და აბრუნებენ კომიკურ ფიგურებს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

ბუაძის თქმით, ღარიბაშვილის მუქარებისა და რეპრესიების არავის ეშინია და ოპოზიცია მშვიდობიან პროტესტს კვლავ გააგრძელებს. 

"საღი აზრის რესურსი სრულად ამოწურულია ამ პარტიაში და კომიკურ და გროტესკულ ელემენტებს აბრუნებენ. აბრუნებენ ადამიანებს, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ასეულობით მილიონობით ლარის მოპარვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ღარიბაშვილის, მისი რეპრესიების და თითის ქნევის არავის არ ეშინია და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს",- განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system