თავში

ან გადაჭრით კრიზისს, ან საქართველოს მოუწევს საფასურის გადახდა - კუბილიუსი

ან გადაჭრით კრიზისს, ან საქართველოს მოუწევს საფასურის გადახდა - კუბილიუსი
ან გადაჭრით კრიზისს, ან საქართველოს მოუწევს საფასურის გადახდა - კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი დროულად უნდა გადაწყდეს. 

,,არ მახსოვს სხვა შემთხვევა, როცა პოლიტიკურ კრიზისში ევროპა ამ დონით იყო ჩართული. როგორც მე ვხვდები, პრობლემა არის საქართველოში, პოლიტიკურ სტრუქტურებში, პოლიტიკურ პარტიებში. ეს არის პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი პოლიტიკურ ჯგუფებში. არიან ფორმალური და არაფორმალური ლიდერები. ეს სიტუაცია შეთანხმებამდე მისვლას ართულებს.

სწორედ ამიტომ იყო საჭირო მკაფიო გზავნილი – ასე ვერ გაგრძელდება. საქართველო ან მოაგვარებს კრიზისს ევროკავშირის უმაღლესი პირების რჩევით, ან საქართველოს მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა, რადგან პოლიტიკური ლიდერები ამ კრიზისს ვერ აგვარებენ. ეს არ წარმოადგენს სიახლეს. “, –განაცხადა კუბილიუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system