თავში

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი
ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღებაზე - გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი.

„მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველდღე ათობით ასეთი მოქალაქე მწერს. მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა (ლელო, პატრიოტები, გირჩი, მოქალაქეები) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ,“ - წერს ანა დოლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system