თავში

ანა დოლიძე: ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ სისტემა

ანა დოლიძე: ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ სისტემა
ანა დოლიძე: ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ სისტემა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმების განხილვა გრძელდება. 

ანა დოლიძის თქმით, ფილიშვილისგან მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 

"გვსურს ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, თუ რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები. ვალერიან ფილიშვილისგან არ ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა აქ მოსვლით ვამტკიცებთ, რომ სისტემას ეშინია გადათვალოს დიდუბე-ჩუღურეთის 1 უბნის მონაცემებიც კი, რათა არ გამოჩნდეს ის, რაც დავინახეთ საბურთალოზე და სამგორში. უამრავი ხმა, განსაკუთრებით ახალი ძალების, გადაყრილია ბათილ და განადგურებულ ბიულეტენებთან ერთად. ამიტომ, ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ ის სისტემა, რომლის ახალ სახეს მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ერთად თამარ ჟვანია წარმოადგენს" - განაცხადა დოლიძემ. 

ანა დოლიძის საჩივრების განხილვა საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბერს დაიწყო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა, არც ერთი არ დააკმაყოფილა.

დღეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 16 საჩივარს განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system