თავში

ანა დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს

​ანა დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს
ანა დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანთა უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში.

„დღევანდელ ვითარებაში რთულია გაარკვიო სიმართლე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუ მოვუსმენთ ორ პოლუსს ვითარება და სიმართლე რადიკალურად განსხვავებულია. ერთი მხრივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და ის ექვემდებარება გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში, მეორე მხრივ, გვაქვს სიძულვილის, ღარიბაშვილის რიტორიკა, რომლისთვისაც ეს საკითხი პირად ინტერესს უფრო წარმოადგენს, ვიდრე სამართლიანობის ინტერესს. ჩვენ არ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ და პირადად ღარიბაშვილს გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ საკააშვილის პატიმრობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ მას ამავე დროს უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა. მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა, მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში. 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საქმეებს, როდესაც საქმე ეხება მხარის ჯანმრთელობას, სიცოცხლის და გადარჩენის საკითხებს. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იმედი, როგორც ადრე „რუსთავი 2“-ის საქმეში, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების ამ მიმართვას დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოიტანს გადაწყვეტილებას-გადაყვანილ იქნეს თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ეს დაადგენს სიმართლეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც დაემორჩილება ორივე მხარე და დაემორჩიელბა აუცილებლად საქართველოს ხელისუფლება“ , - განაცხადა დოლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system