თავში

ანა დოლიძე გერმანიის ელჩს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ესაუბრა

ანა დოლიძე გერმანიის ელჩს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ესაუბრა
ანა დოლიძე გერმანიის ელჩს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ესაუბრა

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები, გავრცელებული ფარული ჩანაწერები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში.

"ბატონი ელჩის მთავარი ინტერესის საგანი იყო ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ვისაუბრეთ გავრცელებული ფარული ჩანაწერების უკანონობაზე, ქვეყნის სასამართლო და საგამოძიებო სისტემების პრობლემებსა და მათი რეფორმების ხედვებზე. ასევე განვიხილეთ საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ფორმით ქალი პოლიტიკოსების მიმართ ზეწოლაზე, მათ შორის, სიძულვილით სავსე თავდასხმებზე სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. ჰუბერტ ქნირში დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლებასა და სოციალური საკითხებით, რომელიც უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთან საუბრის მთავარი თემა და რომელიც არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში სრულიად ჩაიკარგა. ჩვენ შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის გზებზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system