თავში

ანა დოლიძე "კონკურენციის სააგენტოს“ დაფინანსების ზრდას აპროტესტებს

ანა დოლიძე "კონკურენციის სააგენტოს“ დაფინანსების ზრდას აპროტესტებს
ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს“ დაფინანსების ზრდას აპროტესტებს

„ქართული ოცნების“ ფულის ფლანგვის მორიგი სქემა - კონკურენციის სააგენტოს“, რომელიც წლებია არაფერს აკეთებს, არ არკვევს რატომ იზრდება ქვეყანაში პურის ფასი, რატომ არის ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია, დაფინანსება დამატებით 965 000 ლარით ეზრდება,“ - ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

მისი განმარტებით, , „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარის ნაცვლად 5-კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 965 000 ლარი გამოიყოფა. ამასთან, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანხის უმეტესი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. კერძოდ, თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი - 350 000 ლარი; საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი - 35 000 ლარი); . საქონლისა და მომსახურებისთვის - 445 000 ლარი (აქედან ავტომობილები - 300 000 ლარი; ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი). სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი. იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) – 70 000 ლარი.

„ჩვენს წინაშეა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის საპენსიო, საკურორტო თანამდებობების შექმნის მცდელობა. ჩვენი ჯიბიდან საბჭოს წევრების ხელფასებში უნდა გადავიხადოთ 420 000 ლარი, ანუ თითოეულს დაახლოებით 5-6 ათასი, დანარჩენი თანხა კი მათ კეთილდღეობას მოხმარდება - მძღოლებს, ავტომობილებს და ა.შ. სავარაუდოდ, ამ ხუთ ადგილზე შემოდგომაზე უნდა დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი წევრები, რომლებისთვისაც ეს თანამდებობები იქნება საკურორტო ზონა. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური პრობლემები, როდესაც გაკოტრების პირას არის უამრავი მცირე ბიზნესი, მაგალითად, კერძო საბავშვო ბაღები, როდესაც ადამიანები იხვეწებიან 200- ლარიან დახმარებას, სახელმწიფო აპირებს ისევ საშუალო და მცირე ბიზნესის ხარჯებით დააფინანსოს საკუთარი წევრები. "ქართული ოცნებას" არ აინტერესებს მოქალაქეების გასაჭირი, ხალხის ბრძოლა გადარჩენისთვის, აინტერესებს მხოლოდ საკუთარი თანამებრძოლების და საკუთარი წევრებისთვის სასათბურე პირობების შექმნა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system