თავში

ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს და ხელისუფლებას მიმართავს

ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს და ხელისუფლებას მიმართავს
ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს და ხელისუფლებას მიმართავს

მოძრაობა ,,ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს მიმართავს, არ დატოვონ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ. 

მიმართვა ანა დოლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე გააჟღერა.

„მივმართავ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს - ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მოგვეცეს შანსი, შევცვალოთ საქართველოს ისტორია, დღეს ეს შანსი გეძლევათ, არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მინდა პირადად მივმართო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, რომელსაც აწერია ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების გადაწყვეტის საკითხი. მართალია, იუსტიციის საბჭოში მუშაობის პერიოდში ხშირად გაკრიტიკებით, მაგრამ დღეს მსურს ვთხოვოთ, გამოიყენოთ ის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად მოგეცათ - არ დატოვოთ ძალაში ნიკა მელიას წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიება. ეს ისტორიული შანსია. ფაქტობრივად, როგორც ხორავას ქუჩის მოსამართლეს, გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ საქართველოს ისტორია,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ამასთან, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ხელისუფლებასაც მიმართა.

„ასევე მივმართავ ხელისუფლებას, სააპელაციო სასამართლოს ის ფანჯარა, რომელიც არის ხვალამდე ღია, გამოიყენეთ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია და ქვეყნის ნგრევა,“ - აღნიშნა დოლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system