თავში

ანა დოლიძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა - PHOTO

ანა დოლიძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა
ანა დოლიძემ მარკ ცუკერბერგს მადლობის წერილი გაუგზავნა - PHOTO

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ facebok-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს ყალბი ანგარიშების დაბლოკვის გამო მადლობის წერილი გაუგზავნა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბ-ნო მარკ ცუკერბერგ თქვენ და facebok-ის გუნდს, რომელმაც უკვე მეორედ გამოააშკარავა და გაანეიტრალა საქართველოს facebook-ის სივრცე ყალბი „ექაუნდებისგან“ და „ტროლებისგან“.

მე და ჩემნაირი ბევრი ადამიანი თქვენი ქსელის მეშვეობით, ვცდილობთ ობიექტური, ღირებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციების გაზიარებას მკითხველისთვის, ჩვენი საქმიანობის და მიზნების სწორი და პატიოსანი მეთოდებით მიწოდებას, მაგრამ ამის პარალელურად ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა ასობით „ტროლთან“, რომლებიც ბინძური მეთოდებით, შავი პიარით უპირისპირდებიან ყველა განსხვავებულ აზრს.

მე პირადად, დიდი ხანია ღიად ვსაუბრობ „ტროლებზე“, რომელთა ზურგს უკან ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსით. დღეს თქვენს მიერ ჩატარებულმა წმენდამ ეს ფაქტი ყველასთვის უკრიტიკო მტკიცებულებად აქცია.

როგორც ჩანს, ბ-ნო მარკ ცუკენბერგ, თქვენც ისივე როგორც მე, ცივილიზებულ ღირსებაზე დაყრდნობილი, საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკუსიის მომხრე ხართ, რაც თქვენს სოციალურ ქსელს კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებს.

კიდევ ერთხელ მადლობა იმ ხალხისგან, რომლებსაც ჭეშმარიტად აინტერესებს საქართველოს უკეთესი მომავალი და ამ მომავლის კეთება სუფთა ხელებით“ , - წერს ანა დოლიძე მარკ ცუკერბერგისადმი გაგზავნილ წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system