თავში

ანა დოლიძის ინიციატივით, გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს

ანა დოლიძის ინიციატივით, გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს
ანა დოლიძის ინიციატივით, გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინიციატივით, საქართველოს გენერალური პროკურორი ხალხმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს. ამის შესახებ მან დღეს, პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ანას დოლიძის თქმით, პროკურატურაში მიმდინარე პორცესები არ იძლევა პერსპექტივას, რომ ახალი მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. 

სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც დღეს პროკურატურაში მიმდინარეობს, ვერავითარ პერსპექტივას ვერ გვაძლევს, რომ ახალი გენერალური პროკურორი იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და თავისუფალი. ამას მოწმობს ის, რომ კენჭისყრა არის დახურული, კონსულტაციები იყო დახურული და გარდა ამისა, ამაზე მეტყველებს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, დომინანტი არის ხელისუფლება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩემი 2 კოლეგა, რომელიც მუდამ ხელისუფლების ინტერესს ატარებს. ამ სიტუაციიდან, ბოლო გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ფუნდამენტური რეფორმა, რომელშიც იგულისხმება გენერალური პროკურორის პირდაპირი არჩევნების შემოღება. ასეთი სისტემა წარმატებულად მოქმედებს აშშ-ში, სადაც პროკურორები ხალხის მიერ არიან არჩეული“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system