თავში

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა
ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა.

ამ დროისთვის ე.წ. პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება.

ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო ტალღა ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა.  

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system