თავში

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატებს გუშინ ირაკლი კობახიძემ გააცნო. ინიციატივას ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მხარს არ უჭერს.

დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს უმრავლესობა დატოვოს, თუ ვერ მიიღებს იმ კითხვებზე პასუხებს, რაც მას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვს. 

ხუნდაძის შემდეგ, მანდატის დატოვებაზე კიდევ ერთი დეპუტატი ალაპარაკდა. 

ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის საპარლამენტო უფლებამოსილება შეიჩეროს, თუ კი უმრავლესობის მხრიდან ადგილი ექნება ზეწოლას, რომ მან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს.

ამასთან, როგორც ცნობილია, სესიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი გუშინ პარლამენტმა ჩააგდო. 

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა არჩევნების ჩატარებას სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system