თავში

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს მაღალი რეპუტაცია

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს მაღალი რეპუტაცია
ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს აქვს მაღალი რეპუტაცია

ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება, - ეს განცხადება ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შოთაძის სახელი მნიშვნელოვანი საქმეების გახსნას უკავშირდება. 

"ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის სისტემას მის მიმართ აქვს საკმაოდ ობიექტური ნდობა, ვინაიდან ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონალი, მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება.

შესაბამისად, არის ობიექტური მოცემულობა, რომელი მოცემულობითაც იგი არის პროფესიონალი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებას ირაკლი შოთაძემ თავი დაამახსოვრა, ეს მისი ღირსეული ნაბიჯია, როდესაც მან თანამდებობა დატოვა,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეც წარადგინეს. 

ირაკლი შოთაძეს ეს თანამდებობა მანამდეც ეკავა. მან პოსტი 2018 წლის მაისში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოს განაჩენის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ორი ბრალდებულიდან დავით სარალიძის მკვლელობა არც ერთს არ დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system