თავში

ანრი ოხანაშვილი ტელევიზიებს ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

ანრი ოხანაშვილი ტელევიზიებს ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს
ანრი ოხანაშვილი ტელევიზიებს ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ტელეკომპანიებს "ფორმულა" და "მთავარი არხი" ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ოხანაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზიები მის მიმართ გამოვლენილ ბრალდებებს დაამტკიცებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ითხოვს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. 

“საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ სიყალბეს, რასაც ჩემს მიმართ უკვე კამპანიის სახით, ერთი და იგივე შინაარსით, ავრცელებენ პარტიული ტელევიზიები - 13 მარტს „ფორმულა“, დღეს კი - ერთი თვის შუალედში - „მთავარი არხი“!

მათი მიზანია - ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება.

თუმცა, ყოველ ჯერზე, ვამხელ მათ სიყალბეში!

ამასთანავე, ამ სიუჟეტების ავტორებს ვთავაზობ ორშაბათსვე წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული „საეჭვო” დოკუმენტაცია ჩემს მიმართ და საჯაროდ და პირდაპირ ეთერში, საზოგადოების თვალწინ, განვიხილოთ!

თუკი ისინი, საჯაროდ, თუნდაც ერთ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს! წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ ბინძური ცილისწამებისთვის!

რაც შეეხება მათ სიყალბეს:

ტყუილი #1: სახელმწიფოს ჩემი სიმამრისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გადაუცია არც სიმბოლურ ფასად და არც საჩუქრად! ამის დადასტურება მარტივად არის შესაძლებელი!

ტყუილი #2: არც 80 ჰექტარი სასოფლო სავარგული არ შეუძენია ჩემ სიმამრს ჩემი დეპუტატობის პერიოდში!

ტყუილი #3: თითქოს მის საკუთრებაში არსებული რომელიმე სახლი ჩემმა სიმამრმა ჩემი დეპუტატობის დროს ააშენა, ასევე დიდი ტყუილია! ის სახლი, რომელიც სიუჟეტში აჩვენეს, მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის და ჩემს დეპუტატობამდეა აშენებული, რაც დასტურდება ასევე საჯარო დოკუმენტაციით!

სიმართლე კი შემდეგში მდგომარეობს:

გამიზნულად არ ამბობენ იმას, რომ ჩემს სიმამრს ეს მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში, შეძენილი აქვს მხოლოდ კერძო პირებისგან და არა სახელმწიფოსგან!

ჩემი მეუღლის ოჯახი, სრულად კანონიერად, ჯერ კიდევ ჩემს დეპუტატობამდე ბევრად ადრე ფლობდა როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე სხვა შემოსავლებს და უძრავ ქონებას, რაც ასახულია შესაბამის საჯარო დოკუმენტებში და ყველასთვის ხემისაწვდომია!

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკლარაციაში მაქვს მითითებული იმ ქონების გასხვისების შესახებ, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახს ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ჰქონდა და რომლის გასხვისების შედეგადაც დაიწყო ჩემმა სიმამრმა სარისკო, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო საქმე!

სპეციალურად საოკუპაციო ხაზთან ჩემი სიმამრის მიერ თავის მშობლიურ და უკუპირებულ ნაწილში სასოფლო მეურნეობის წარმოებას რადგან ამ პარტ.არხებმა „ოხანაშვილის ოკუპაცია“ უწოდეს, საზოგადოებამ განსაჯოს რა შეიძლება ეწოდოს ამ ბოროტ უმსგავსობას!- წერს ოხანაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system